Робота для біженців з України
ღამის ცვლის ლაბორანტ-სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ლაბორანტ-სუპერვაიზერი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
"მაკდონალდს საქართველოს" სალათის საწარმო აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ლაბორანტ-სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე (ოთხშაბათი -კვირა დასვენება), 18:00-02:00;
** სწავლების პერიოდში ღამის ცვლის სუპერვაიზერის სამუშაო განაკვეთი იქნება: კვირაში 5 დღე (ოთხშაბათი -კვირა დასვენება), 10:00-18:00.

საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული კვების დანამატი.

სალათის საწარმოს ღამის ცვლის სუპერვაიზერი უშუალოდ ექვემდებარება საწარმოს ხელმძღვანელს. სალათის საწარმოში ჯამში 25-მდე თანამშრომელია დასაქმებული (აღნიშნულ პოზიციას ექვემდებარება 7-8 თანამშრომელი). საწარმოს მასშტაბიდან გამომდინარე, ღამის ცვლის სუპერვაიზერი ჩართულია წარმოების მართვისა და თანამშრომლების მოტივაციის პროცესში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესების აქტიური კონტროლი შესაბამისი სტანდარტებით, HACCP, თუ სხვა პრევენციული პროცედურებით, ჩანაწერების წარმოება;
** ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო ცვლილებების შეტანა და კონტროლი (თანამშრომლების სადგურებზე გადანაწილება, დასაჭლელი ნედლეულის წარმოებაში ჩაშვების თანმიმდევრობის განსაზღვრა);
** ნედლეულის ხარისხის კონტროლი (ნიმუშების აღება, ანალიზის ჩატარება, პროდუქციის მიღებაზე დასწრება) ხარისხის კონტროლის პროცედურის მიხედვით ჩანაწერების წარმოება;
** მზა პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად მასალებისა და პროდუქტების ტესტირება, შემოწმებების დაგეგმვა, მათი ჩატარება, ჩანაწერების წარმოება;
** მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი დადგენილი სიხშირის შესაბამისად, ჩანაწერების წარმოება;
** პროცესში გამოყენებული წყლის და ნედლეულის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კონტროლი, ჩანაწერების წარმოება;
** მანქანა-დანადგარების და საამქროს სისუფთავის კონტროლი (შიდა და გარე ტერიტორია) შესაბამისი ანალიზების წარმოებით, ჩანაწერების წარმოება;
** მიკვლევადობის რეპორტის წარმოება;
** პროდუქციის და დამხმარე მასალების მარაგების სისტემატური კონტროლი;
** ლაბორატორიული მასალების სრულ ინვენტარიზაციაში ჩართულობა;
** ლაბორატორიის ტერიტორიის, ინვენტარის და მოწყობილობების სისუფთავის დაცვა;
** საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** მომსახურე პერსონალზე სანიტარული ზედამხედველობა, პირადი ჰიგიენის დაცვაზე მიმდინარე კონტროლი, პერსონალის სამედიცინო შემოწმების ჟურნალის წარმოება საჭიროებისამებრ;
** შრომის, ტექნიკური და სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ხარისხის შესაბამისი სისტემების გაუმჯობესების მიზნით მონაცემების სიღრმისეული ანალიზი;
** HACCP - ის გუნდის წევრობა და სტანდარტის დაცვა ბოსტნეულის საწარმოს მიმართულებით;
** კრიტიკული საკონტროლო წერტილების მონიტორინგი, შესრულება, კონტროლი, ჩანაწერების წარმოება;
** Quality Team (ხარისხის გუნდი) წევრობა და მოთხოვნების შესრულება ბოსტნეულის საწარმოში;
** დღის ბოლოს წარმოებული პროდუქციის მოცულობების დაანგარიშება (გამოსავლიანობის სწორი კალკულაცია), მენჯმენტის ინფორმირება ყოველდღიურად (წარმოებული პროდუქციის წონა, გამოსავლიოანობა).
** ყოველთვიური სადგურზე დაკვირების ბლანკების თანამშრომლებისთვის შევსება და მიღებული შედეგების ასახვა;
** ნედლი პროდუქციის კონტროლი;
** პროდუქციის ყოველდღიურად შემოწმება და შეფასება, პროდუქციის გაუმჯობესებისა და დეფექტების დროულად გამოვლენის მიზნით;
** სტანდარტული საწარმოო და საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების დანერგვა და განახლება;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრული ტრენინგების ჩატარება.
** მიღებისას პროდუქციის შეფასება, გამოსავლიანობის დაანგარიშება და შესაბამისი ცხრილის შევსება
** დღის ბოლოს წარმოებული პროდუქციის მოცულობების აღრიცხვა, გუნდის ინფორმირება ყოველდღიურად (წარმოებული პროდუქციის წონა, გამოსავლიოანობა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების მიმართულებით (წარმოების მენეჯერი, კვების ტექნოლოგი, წარმოების ლაბორანტი..)
** უმაღლესი განათლება;
** გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B1 დონეზე ფლობა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: mqoridze@mcdonalds.ge

რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3 (სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: Vacancysalad@mcdonalds.ge

ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე