Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686782&print=yes&view=jobs
 
ქსელის მართვის ქვეგანყოფილების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მართვის ქვეგანყოფილების ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის ქვეგანყოფილების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი, დავით გურამიშვილის 23ა#
დაქვემდებარება - ქსელის მართვის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი
ანაზღაურება - 1200 ლარი (Net)

სამუშაო გრაფიკი:

** I დღე - 18:00-00:00
** II დღე - 16:00-12:00
** III დღე - 12:00-20:00
** IV დღე - 08:00-16:00
** V დღე - 00:00-08:00
** მომდევნო სამი დღე დასვენება

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქვეგანყოფილების მონაცემების მიხედვით სტატისტიკაზე მუშაობა და ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** მითითების შესაბამისად, ქსელში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება შესაბამის განყოფილებებზე;
** მჭიდრო თანამშრომლობა/ინფორმაციის გაცვლა ქოლ-ცენტრთან;
** ქსელის მუშაობის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** ქსელური აპარატურის კონფიგურაცია;
** კომპანიის სხვადასხვა განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი უმაღლესი განათლება ტელეკომუნიკაციების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი;
** სასურველია რადიო ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ქსელის საფუძვლიანი ცოდნა: Ethernet (STP, .1q VLANs); TCP/IP protocols; Routing protocols (OSPF, BGP)
** სასურველია ქსელის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის მართვის ქვეგანყოფილების ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია