Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686730&print=yes&view=jobs
 
ფინანსისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3500 ლარი (დამატებით საბონუსე სისტემა)

კომპანიის შესახებ:

"ალიანს ჯგუფი" არის საქართველოს წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ გლობალურ ბრენდებთან და ვქმნით მრავალფუნქციურ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებენ საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმროს სივრცეებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაკადების მართვა და ლიკვიდურობის კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება
** პროექტების მომგებიანობის მონიტორინგი და ხარჯების კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის ანალიზი (სამშენებლო ობიექტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით)
** კომუნიკაცია ბანკებთან და აუდიტორებთან
** სესხებისა და სხვა საბანკო პროდუქტების მოთხოვნების მომზადება და დამუშავება

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ან ეკონომიკაში
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საფინანსო სფეროში (სასურველია სამშენებლო კომპანიაში)

ტექნიკური უნარები:

** Excel - მოწინავე დონე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ენები: ინგლისური (B2+)
** პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** უნიკალური, მულტიფუნქციური პროექტების ირგვლივ მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამოცდილების გათვალისწინებით - ურთიერთშეთანხმებით)

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge-ზე. სათაურში მიუთითეთ: ფინანსისტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია