|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
ელტეგი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
კომპანია "ელტეგი" 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის
ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge/
კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: #44 ქეთევან წამებულის გამზ., თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: გარე იურიდიული მომსახურების ფორმატი (Outsourced Model)
ანაზღაურება: 500-800 (NET) ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა
** არსებული და ახალი ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის
** კომპანიაში მიმდინარე ოპერაციული პროცესების — სერვისის, მონტაჟის, ლოჯისტიკის, შესყიდვებისა და გაყიდვების სამართლებრივი მხარდაჭერა
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი, როგორც ტექნიკური უსაფრთხოების, ისე კომერციული და შრომითი კანონმდებლობის ნაწილში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** 1-3 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ/სამართლებრივ საქმიანობაში.
** ხელშეკრულებების, შრომითი და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** ინფორმაციის ანალიზის, სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაციისა და შეფასების უნარი.
** მკაფიო კომუნიკაცია, დოკუმენტებთან ზუსტი მუშაობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|