Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686713&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო Brosse Garden
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სასტუმრო "Brosse Garden"-ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი
** "სასტუმროში არსებული სტანდარტების დანერგვა და მათი დაცვის უზრუნველყოფა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** კომპლექსის სრული ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** სასტუმროს პროგრამაში ასახული მონაცემების ცვლილებების მართვა/ზედამხედველობა
** სამუშაოს პროცესის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრიორიტეტის განსაზღვრის უნარი
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრული გარემო
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@brossegarden.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა 6/8 (ოპერის უკან).

ტელ: 595 092 829

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია