Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686689&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ონლაინ არხიდან შემოსული ლიდების გადარჩევასა და დამუშავებას, პირველადი კომუნიკაციის წარმართვას პოტენციურ მომხმარებლებთან და მათი საჭიროებების ზუსტ აღწერას. გაყიდვების უმცროსი მენეჯერი აქტიურად იქნება ჩართული შეხვედრებში და სამეზობლო კრებებში, სადაც პოტენციურ მომხმარებელს წარედგინება "სითიქომის" შეთავაზება.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზების გადარჩევა, სოციალური მედიის, ქოლ-ცენტრის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა მარკეტინგული არხების საშუალებით შემოსული ლიდების დამუშავება, მონაცემების შეგროვება და მათი რეგისტრაცია სისტემაში
** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის წარმოება პოტენციურ მომხმარებლებთან
** მოსახლეობის საჭიროებების აღწერა და ინფორმაციის დროული მიწოდება უფროსი გაყიდვების მენეჯერისთვის
** სამეზობლო კრებებსა და კარდაკარ ვიზიტებში მონაწილეობა უფროს გაყიდვების მენეჯერებთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** ეფექტური კომუნიკაციისა და მონაცემების ორგანიზების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა
** ფიქსირებული ხელფასი & საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 2500+)
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** Fitpass.

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: გაყიდვების უმცროსი მენეჯერი - Citycom Career`s

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია