|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მაქსთერმი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, გუგუნავას ქ. # 20
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა და მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდების შეთავაზება და გაყიდულ ნივთზე ინვოისის გამოწერა;
** მაღაზიაში პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა, ფასების ცვლილების ასახვა;
** მომხმარებლის შეკვეთების ოპერატიულად გამზადება;
** გამზადებული შეკვეთების მომხმარებლისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით და დატვირთვა;
** საწყობში მიღებული პროდუქციის დაცლა და დასაწყობება;
** პერიოდულად აღწერებში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა.
კომპანია გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
სამუშაო საათები: 09:30-17:30 ორშაბათი-შაბათი;
ხელფასი: 1100 ლარი + ბონუსი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|