Робота для біженців з України
ინჟინერ-ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ენერგომომარაგების ქსელისა და მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ენერგომომარაგების ქსელისა და მანქანა-დანადგარების სისტემატური მონიტორინგი და გეგმურ-გამაფრთხილებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** შექმნილი არაგეგმური პრობლემის გადაჭრის მიზნით ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და წარმოება;
** პოტენციური პრობლემების იდენტიფიკაცია და მათ მოსაგვარებლად საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
** ენერგომომარაგების ქსელში ტექნიკური და კომერციული ანგარიში და მათ შესამცირებლად ღონისძიებებისა და სამუშაოების დაგეგმვა-შესრულება;
** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;

მოთხოვნები:

** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება - IV თანრიგი;
** საწარმოში ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სიხშირულ ინვერტორებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 15 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ინჟინერ-ელექტრიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე