Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686634&print=yes&view=jobs
 
ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში.

ვაკანსიის დასახელება - ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი (KA მენეჯერი)

პოზიციის მიზანი:

კომპანიის პროდუქტების გაყიდვების ზრდა ქსელურ მაღაზიებთან ეფექტიანი და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებით, პროდუქციის წარმოდგენის მაღალი სტანდარტებით, ოპერაციული პროცესების უწყვეტი ოპტიმიზაციით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელურ მაღაზიებთან და კლიენტებთან ურთიერთობა, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება;
** გაყიდვებში არსებული ხარვეზების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ახალი პროდუქტების ბაზარზე დამკვიდრებაში მონაწილეობა;
** ახალი ობიექტების მოძიება და არსებული ქსელების ეფექტური ოპტიმიზაცია;
** პროდუქციის სწორად წარმოდგენის კონტროლი ქსელებში (თაროები, გონდოლები);
** პროდუქციის დროული მიწოდების მონიტორინგი და პრობლემების ოპერატიული მოგვარება;
** ბაზრის მონიტორინგი (კონკურენტები, აქციები, ახალი პროდუქტები) და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთების ფიზიკური მიღება ობიექტებიდან;
** პროდუქციის მახასიათებლებისა და ქსელის კარგად ცოდნა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია: ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, კომერცია);
** ქსელურ მაღაზიებთან თანამშრომლობისა და/ან გაყიდვების მიმართულებით არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1C ERP პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები / კომპეტენციები:

** ძლიერი კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი;
** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კომპანიის შეთავაზება:

** თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღება - 20 დეკემბერი, 2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია