|
დასახელება:
GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
ტრანსპორტის სამსახურში GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტის (კახეთის რეგიონი) თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** GPS სისტემების მონტაჟი, გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერა
** ფიქსირებული და მობილური მოწყობილობების კალიბრაცია
** მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება
** ტექნიკური პრობლემების დროული დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა
** შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება
** სამუშაოს შესრულება საველე პირობებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით (ენერგეტიკა, ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) ბაკალავრის დიპლომი.
** უპირატესობად ჩაითვლება სპეციალური განათლება ან კურსები GPS ტექნოლოგიების, სატელიტური სისტემების ან სამოყვარულო ნავიგაციის სფეროში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოცდილება GPS ან მსგავსი პოზიციაზე (GPS/GNSS სისტემები, სენსორები, კომუნიკაციები)
** ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
** საოფისე პროგრამების გამოყენების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო.
** ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება ან მხარდაჭერა).
** სერვისისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება.
** პროექტებში ჩართვისა და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
ტექნიკური უნარები:
** GPS სისტემების მუშაობის საფუძვლები.
** GIS (Geographic Information Systems) სისტემების, ნავიგაციის და მონაცემების ანალიზის პროგრამების გამოცდილება.
** მონაცემების აღება, სტრუქტურირება და ანალიზი.
** კომპიუტერული პროგრამების (მაგალითად, MS Excel, ArcGIS) ცოდნა.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან, სამუშაო პროცესში ინფორმაციის დროულად და სწორად მიწოდების უნარით.
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, რაც უზრუნველყოფს პრობლემების სწრაფი ამოცნობისა და ოპერატიული გადაჭრის შესაძლებლობას.
** ინიციატივის გამოვლენის მზადყოფნა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ახალი სისტემებისა და სამუშაო გარემოს სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი - ქ. გურჯაანი
სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 18.12.2025 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტის-კახეთი".
"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
|
|
|
|