Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა N9
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.

მოვალეობები:

** ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა
** ქსელის მასშტაბით, არსებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციისა და განმარტების მიცემა ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
** დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სამუშაო პროცესში საჭირო დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, წერილები, განცხადებები, კრების ოქმები, ბრძანებები და სხვა.) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ბრძანებების (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილების ან სხვა უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფა სამეწარმეო რეესტრში;
** ცენტრის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** ცენტრის წარმომადგენლობა სასამართლოში/სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
** საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა:

** სამოქალაქო სამართალი (სანივთო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, დელიქტური და სხვა);
** ადმინისტრაციული სამართალი (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა);
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;
** სამეწარმეო სამართალი და შრომის სამართალი;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო პრაქტიკა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ბოლო ვადა: 17/12/2025

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე