|
დასახელება:
ბუღალტერიის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.
მოვალეობები:
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
** მიღებული პროდუქციის გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** საპენსიო ბაზების შექმნა;
** ადმინისტრაციიდან პროდუქციის შიდა გადაზიდვა, ატვირთვა RS.GE. - ზე, გატარება ბუღ.პროგრამაში;
** მატერიალური ფასეულობების ბრუნვის კონტროლი, შედარება, ცდომილებების აღმოფხვრა და შედეგის (თანხობრივი) გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** ხელფასების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში და გადასარიცხად მომზადება;
** ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების (Z -ის ანგარიშის) შედარება RS.GE-თან, (შეცდომების აღმოფხვრა, არსებობის შემთხვევაში) დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში, დარიცხული და ანგარიშზე შემოტანილი თანხების შედარება;
** შესრულებული მომსახურების (დაზღვევა), ინვოისის და კორექტირების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა "ინფო ბუღალტერი"-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ბოლო ვადა: 17/12/2025
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
|
|
|
|