Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686608&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Hean Cosmetics Georgia
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"HEAN Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

HEAN - არის პოლონური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 40 წელზე მეტია ქმნის დეკორატიულ კოსმეტიკას,

ბრენდის 95%-ზე მეტი რეცეპტურა საკუთარია, 65% კი - ვეგანური. HEAN ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა პოლონეთის კოსმეტიკის ბაზარზე. ბრენდი საქართველოში გაფართოებას გეგმავს და სულ მალე, მათი სრული პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლებისთვისაც.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება - 800 ლარი + გაყიდვებიდან პროცენტი
** სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის გუდვილი

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** მარაგის აღრიცხვა და პერიოდული კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დეკორატიული კოსმეტიკის ცოდნა და სიყვარული არის მთავარი მოთხოვნა
** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კეთილსინდისიერება;

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: heancosmeticsgeo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "გაყიდვების კონსულტანტი HEAN".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია