Робота для біженців з України
სასკოლო უნარების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასკოლო უნარების თერაპევტი
მომწოდებელი: Bright Academy
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ორგანიზაცია "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას სასკოლო უნარების თერაპევტის პოზიციაზე

სამუშაო დატვირთვა: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე.

საჭირო თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა;
** ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის/სკოლის, ისე ცენტრის გარემოში;
** რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა;
** ბუნებრივ გარემოში: სახლი, ცენტრი, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** ვიზიტის განხორციელება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@brightacademy.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 3 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე