Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686573&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო რისკების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
მისო "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში - 2 წელი, სასურველია საოპერაციო რისკების, ანალიზის ან პროცესების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა ენიჭება B6-სა და ALTA SOFTWARE
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** ძირითადი რისკების და კონტროლების რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
** Alta და B6 პროგრამის ყველა ფუნქციონალის მუდმივ რეჟიმში ტესტირება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად;
** სისტემაში ახალი/არსებული მომხმარებლისათვის უფლებების გაწერა და საჭიროებისამებრ კორექტირება;
** პროგრამის ინსტრუქციების მომზადება ტექსტური, ვიდეო და პრეზენტაციის ფორმატში (მოდულების მიხედვით);
** ორგანიზაციის შიდა პროცესების გაცნობა, ანალიზი და პროგრამაში თანამშრომელთა ქმედებების შესაბამისობის კონტროლი;
** პროგრამული პროცესების მონიტორინგი და პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროგრამული ხარვეზების აღმოჩენა/გადაჭრაში თანამშრომლების დახმარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
** თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა, პროგრამული უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ახსნა;
** თანამშრომლისგან შემოსულ ამოცანებსა და ინციდენტებზე დროული რეაგირება, ანალიზი, საჭირო კომუნიკაცია როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე კომპანიებთან პრობლემის გადასაჭრელად;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის და განვითარების სწრაფ შესაძლებლობას.
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, 2500 ლარიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10. გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია