|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Digitech
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 04 იანვარი
|
"DigiTech" - მზარდი IT აუთსორს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ IT-მომსახურებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და ინოვაციურ IT გადაწყვეტილებებს. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ სანდო, ეფექტურ და ინდივიდუალურ მომსახურებას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ორგანიზაციებს ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში
"DigiTech"-ის მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 126
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (შაბათ/კვირა დასვენება)
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ხელმძღვანელის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა
** სატელეფონო ზარებისა და კომპანიის ელ-ფოსტის პირველადი მართვა
** შემოსული წერილების მონიტორინგი, დაფიქსირება და შესაბამის თანამშრომლებთან დროული გადამისამართება
** WhatsApp IT-მხარდაჭერის ჩატების მონიტორინგი და შემოსული მოთხოვნების დაფიქსირება Trello/Notion-ში
** დავალებების ვადების კონტროლი, პრიორიტეტების განსაზღვრა, შეხსენება, სტატუსების ცვლილება
** ოფისის ორგანიზება და მცირე ადმინისტრაციული საქმეებში ჩართულობა (წერილები, ხელშეკრულებები, კომერციული შეთავაზებები, ინვოისები)
** მიმდინარე კლიენტებთან კომუნიკაცია არატექნიკურ საკითხებზე
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებების დაგეგმვა (ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა)
** შესრულებულ დავალებებზე ინფორმაციის შეგროვება გუნდიდან და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ ან საოფისე პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად რეაგირების და პრობლემის მოგვარების უნარი
** მონაცემების სისტემატიზაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@digitech.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
შეგახსენებთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "DigiTech"-ის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად
|
|
|
|