|
დასახელება:
მიღება-განთავსების თანამშრომელი - ღამის ცვლა
|
| მომწოდებელი:
Best Western Gudauri
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
|
სასტუმრო "ბესთ ვესთერნ გუდაური" აცხადებს ვაკანსიებს მიღება-განთავსების დეპარტამენტში ღამის ცვლის მიღება-განთავსების თანამშრომლის პოზიციაზე.
"ბესთ ვესთერნ გუდაური" არის ერთადერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო სამთო-სათხილამურო კურორტზე დაბა გუდაურში.
პოზიციის მიზანი: ღამის მიმღების თანამშრომელი პასუხისმგებელია სტუმრების უსაფრთხო, მოწესრიგებული და პროფესიონალურ მომსახურებაზე, აგრეთვე Night Audit-ის ამოცანების შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ჯავშნების მიღება და სტუმრების განთავსება/გაცილება (check in and check out)
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და დადებითი გამოცდილების შექმნა
** კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა და მათთვის რეპორტების მიწოდება
** დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება
** ღამის აუდიტის პროცედურების ჩატარება და რეპორტინგის უზრუნველყოფა
კვალიფიკაცია/მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე
** მაღალი პასუხისმგებლობა და სტრესული გარემოს მართვის უნარი
** მზადყოფნა ღამის ცვლებში მუშაობისთვის
*სასტუმრო უზრუნველყოფს: საცხოვრებელს, კვებას და სამედიცინო დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 20 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bestwesterngudauri.com
წარმატებებს გისურვებთ.
|
|
|
|