Робота для біженців з України
მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Best Western Gudauri
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
სასტუმრო "ბესტ ვესტერნ გუდაური" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის მიზანი:

მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი პასუხისმგებელია Front Office-ის გამართულ მუშაობაზე, სტუმრის უმაღლესი ხარისხით მომსახურებაზე, განთავსების პროცესების კონტროლზე, რეპუტაციის მართვასა და სასტუმროს შემოსავლების ზრდაში მონაწილეობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. მიღების დეპარტამენტის მართვა

** Front Office თანამშრომლების ყოველდღიური ზედამხედველობა
** თანამშრომლებისათვის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა
** სტუმრის რეგისტრაციისა (Check In) და გაცილების (Check Out) პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემის შესაბამისად
** VIP სტუმრების მიღება და სპეციალური პროტოკოლების უზრუნველყოფა
** Best Western SOP სტანდარტებით მუშაობის კონტროლი

2. ბუქინგების მართვა

** PMS სისტემაში ჯავშნების დამუშავება და განთავსების კოორდინაცია
** ოვერბუქინგის რისკების მართვა
** ფასების, თარიღების და კატეგორიების მონიტორინგი
** ჯგუფების ორგანიზებულ განთავსებაზე ზრუნვა

3. სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება

** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმართა საჩივრების მიღება და ეფექტური მართვა-მოგვარება
** სტუმრის უკუკავშირის ანალიზი
** Booking.com, Google, TripAdvisor შეფასებების მონიტორინგი და პასუხებზე მუშაობა

4. სერვისის ხარისხის კონტროლი

** Reception/Lobby ზონების ვიზუალური და ოპერატიული კონტროლი

5. ფინანსური და ადმინისტრაციული კონტროლი

** დეპარტამენტის ხარჯების კონტროლი
** ინვენტარიზაციის მართვა (ბეჯები, ბარათები, საკანცელარიო მასალა)
** ყოველდღიური/კვირეული თუ სხვა ტიპის რეპორტების მომზადება/გაზიარება გენერალური მენეჯერისთვის
** Night Audit პროცესის მონიტორინგი

6. თანამშრომლების მართვა

** თანამშრომლების მოტივაცია და შეფასება
** ტრენინგების ორგანიზება
** ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა
** დისციპლინური საკითხების მართვა

7. უსაფრთხოება და პროცედურები

** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** ფინანსური ტრანსაქციების კონტროლი
** ინციდენტების ჟურნალის წარმოება

კვალიფიკაცია / მოთხოვნები:

** 2-3 წლიანი გამოცდილება Front Office Supervisor / Duty Manager / FOM პოზიციაზე
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სტრესის მართვის უნარები და პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

სასტუმრო უზრუნველყოფს: საცხოვრებელს, კვებას და სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 15 იანვრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bestwesterngudauri.com

წარმატებებს გისურვებთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე