|
დასახელება:
საბაჟო დეკლარანტი
|
| მომწოდებელი:
Inex Group
|
|
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - საბაჟო დეკლარანტი.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე (დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებაზე)
საქმიანობის აღწერა:
** საამანათო სისტემასთან მუშაობა;
** საბაჟო პროცედურების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტვირთის პროგრამაში დეკლარირების შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან საქმიანი ურთიერთობის ორგანიზება;
** პერიოდული რეპორტების წარმოება უშუალო მენეჯერთან და მენეჯმენტთან.
მოთხოვნები:
** მითითებულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება გეზში მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 3 იანვრამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "დეკლარანტი".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|