Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686540&print=yes&view=jobs
 
ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს.

გელით ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მსხვილ კორპორატიულ კლიენტებზე პირდაპირი გაყიდვების გზით გაყიდვების წარმოება და წინასწარ განსაზღვრული გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ბაზრის სეგმენტების განსაზღვრა, ტენდენციების დადგენა და შესაბამისი გეგმების შემუშავება;
** ვიპ და სტრატეგიული კლიენტების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული პორტფელის განვითარება, მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** ვიპ და სტრატეგიულ მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა, პროცესის სრული მონიტორინგი;
** კლიენტებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცვლა;
** გაყიდვების შესრულების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების საჭიროების განსაზღვრა;
** კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;
** კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ გამოცხადებული ტენდერების დამუშავება, კომპანიაში არსებული წესებისა და სატენდერო მოთხოვნების სრული დაცვით;
** რისკების პირველადი ანალიზი და მჭიდრო კოლაბორაცია კომპანიის ანდერაიტინგის დეპარტამენტთან;
** ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების გუნდისთვის შესაბამისი დავალებების მიცემა და შესრულების კოორდინირება;
** ყოველთვიური გაყიდვების მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით)
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია სადაზღვევო სფეროში.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე.
** გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (CRM სისტემები და სხვა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint, Outlook).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის წარდგენის და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დაგეგმვის და სამუშაოს ეფექტურად განაწილების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების უფროსი

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია