Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686516&print=yes&view=jobs
 
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
თანდართული ფაილი: 686516_IBSU_1_5062977.zip
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროებში:

მედიცინა - საბაზისო (პრეკლინიკური) დისციპლინების მიმართულებით (სწავლების ენა - ინგლისური)

** პროფესორი - 2 ვაკანსია 5 წლის ვადით
** ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია 5 წლის ვადით
** ასისტენტ-პროფესორი - 8 ვაკანსია 4 წლის ვადით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
ბ) არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის
განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ვ) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ასოცირებული პროფესორი:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ვ) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ასისტენტ-პროფესორი:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
ბ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
გ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
დ) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ე) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

ინგლისური ენის ცოდნა შესაძლებელია დადასტურდეს:

ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება
ან
საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ან
საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ან
ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ან
ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

1. განცხადება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
2. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
3. ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერტიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
4. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
5. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
6. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
7. სილაბუსი სწავლების ენაზე;
8. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის გარდა);
9. პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში ‒სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
10. აკადემიური თანამდებობის პოზიციის დაკავების ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
11. არასახელმწიფო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში (გარდა სერტიფიკატებისა), სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

1. ცნობა:

** სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;

2.ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკიდან;

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 8 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე) შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
ელფოსტა: hr@ibsu.edu.ge.

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა
(კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება
(გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად);

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 8-9 იანვარი;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა : 2026 წლის 12 იანვარი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 13 იანვარი;
** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 14 იანვარი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 15 იანვარი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 16 იანვარი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 20 იანვარი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იბსუს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ibsu.edu.ge

თანდართული დოკუმენტები:

** განცხადების ფორმა
** სილაბუსები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია