Робота для біженців з України
პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით;
** არსებული აქტივების მოძიება და მონიტორინგი;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** სესხების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით ვადაგადავილებული დავალიანების მქონე მსესხებელებთან და თავდებებთან ადგილზე ვიზიტი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მართვის მოწმობის ქონა და საკუთარი ავტომობილის ფლობა - სავალდებულო;
** ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office (Excel, Word)- სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** კომუნიკაბელურს;
** დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
** ანალიტიკური აზროვნებით;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარით;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი.

სასურველია, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე