Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686428&print=yes&view=jobs
 
საწყობის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 25 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი გურამიშვილის გამზირი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათამდე
დასვენება: კვირა დღე
ანაზღაურება: 1700 ლარი

ძირითადი ამოცანა:

საწყობის სუპერვაიზერის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს საწყობის ოპერაციების ორგანიზება და ეფექტური მართვა — მათ შორის საქონლის მიღება, დასაწყობება, გატანა, გაცემა და აღრიცხვა — ისე, რომ მარაგების მოძრაობა იყოს ზუსტი, დროული და გამჭვირვალე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ოპერაციების (მიღება, დასაწყობება, გატანა, გადაზიდვა) ორგანიზება და კონტროლი;
** საწყობის ოპერატორის და დამხმარე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია და მონიტორინგი.
** მიღებული და გასაცემი საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი.
** აღრიცხვით სისტემაში მონაცემების დროული და ზუსტი შეყვანის კონტროლი.
** პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება და ანგარიშგება.
** საწყობის დოკუმენტაციის (ზედნადებები, გადაზიდვის დოკუმენტები და სხვ.) სისწორის უზრუნველყოფა.
** უსაფრთხოების, ჰიგიენის და შიდა წესების დაცვის კონტროლი.
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების მიღება ოპერაციების შეუფერხებლად შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე.
** პროგრამა Fina ან/და სხვა აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდში მუშაობისა და ადამიანების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონე).

უნარები:

** ორგანიზებისა და გუნდური მართვის უნარი
** ზუსტი აღრიცხვის და ანალიტიკური უნარი
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/cf8ecc8e-1c1e-4b9b-93cd-823de13fafc8

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 591 04 75 08.

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია