Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი მძღოლი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მძღოლის პოზიციაზე.

Travel Door Georgia არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას ტურისტებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტის (მინივენი, სედანი, მარჯვენა-მარცხენასაჭიანი) მართვა
** ტურისტების გადაყვანა მარშრუტის შესაბამისად
** ტურისტების დახვედრა აეროპორტში
** ტურისტებისათვის ყველა მათთვის საჭირო ზოგადი ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის კუთვნილ ავტომობილზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის გამოცდილება
** ტურისტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვალებადია ტურებიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: Hr@traveldoor.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაშ არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

კომპანია "Travel Door Georgia" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე