|
დასახელება:
ტექნიკური მხარდამჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
"კონტაქტ ჰოუმი" — ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და სხვ.).
ჩვენი გუნდი უკვე 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.
ვეძებთ დამწყებ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის გამართულ მუშაობას და მომხმარებლებისთვის ტექნიკურ სერვისს.
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
** ციფრული ტექნიკის პირველადი დიაგნოსტირება და ხარვეზების იდენტიფიცირება;
** პროდუქციის პროგრამული უზრუნველყოფა (ინსტალაცია, განახლება, გამართვა);
** მომხმარებლის კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე;
** ფილიალის შიდა ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის/მეცნიერებების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თქვენი ცოდნა ფასდება.
გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 800₾ + ბონუსი ;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში.
დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|