Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686362&print=yes&view=jobs
 
მარაგების აღრიცხვის ოპერატორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო განრიგი: 09:00-14:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მარაგების ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
** სამედიცინო მარაგების ინვენტარიზაცია, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების შესაბამისობაში მოყვანა;
** მარაგების ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების პერიოდული კონტროლი, პროგრამული და ფიზიკური ნაშთის დადარება;
** საჭიროების შემთხვევაში, ტრანზაქციების ანალიზი და პროგრამული კორექტირება ოქმის საფუძველზე;
** სამედიცინო მარაგების, უსასყიდლო მარაგების, სისხლის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეკვეთის მოცულობის განსაზღვრა, შეკვეთის ფორმირება და მოთხოვნის დაფიქსირება;
** შეკვეთის მიღების ვადების კონტროლი და დაგვიანების შემთხვევაში, რეაგირება;
** სამედიცინო მარაგის ფიზიკური და პროგრამული (Exact) მიღება, მიღებული მოცულობის დათვლა, RS-თან და მოთხოვნილ მოცულობასთან დადარება;
** სამედიცინო მარაგების ინვენტარიზაცია, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების შესაბამისობაში მოყვანა;
** ამბულატორიის პოსტებზე სახარჯებისა და მედიკამენტების პროგრამული ჩამოწერა;
** უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Exel;
** სასურველია RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/maragebis-agricxvis-operatori---zugdidi/554
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია