|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ოლპი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
კომპანია "ოლ-პი ჯგუფი" დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები. 2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.
პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს "ოლ-პი ჯგუფი"-ს წარმატების საწინდარს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.all-p.ge
"ოლპი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** სასაწყობე მეურნეობის მართვა და კონტროლი;
** სამშენებლო მასალებისა და ძირითადი საშუალებების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
** ობიექტებიდან მიღებული მოთხოვნების დამუშავება და ნაშთების გადამოწმება;
** მოთხოვნების გაფილტვრა, შესყიდვებისა და სასაწყობე დეპარტამენტის ინფორმირება შესასყიდი მოცულობების შესახებ;
** ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში აყვანის უზრუნველყოფა;
** მასალებისა და ძირითადი საშუალებების გაცემისას მათი ზედნადებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მიღებული მარაგის დათვალიერება, დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება და დეფექტური აქტის შედგენა;
** მარაგის უსაფრთხო და სწორი დასაწყობება, შენახვის პირობების დაცვა;
** ოპტიმალური მარაგის განსაზღვრა და შესყიდვების დეპარტამენტისთვის ინიცირება;
** ინვენტარიზაციის ჩატარება, დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა და შესაბამისი აქტის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 03 იანვრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოლ-პი ჯგუფის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|