Робота для біженців з України
გაყიდვების აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: სასტუმროების ქსელი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ქართული სასტუმროების ერთ ერთი ქსელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000, 00 - 2500, 00 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი ბაზრის პოტენციალის ანალიზი და კონკურენტუნარიანი ქმედებების განხორციელება
** ახალი პარტნიორების მოძიება და სათანამშრომლო სტრატეგიის შემუშავება
** მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან
** სამუშაო კვირეულის დაგეგმარება კომპანიის პოლისით და რეფორთინგი
** პარტნიორების ბაზის დამუშავება ყოველდღიურ რეჯიმში
** თითოეულ პარტნიორთან გაყიდვების დინამიკის ყოველკვირეული მონიტორინგი და რეფორთინგი
** შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება
** ჯავშნის მოთხოვნების დამუშავება და ასახვა სასტუმროს სადაჯავშნე სისტემაში და მათი მონიტორინგი
** გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვა და მოლაპარაკების წარმოება პარტნიორებთან, მათ შორის "ოვერბუკინგის" მართვა, რელოკაციის პროცედურების დაცვით

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასტუმრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word)
** მოლაპარაკებების უნარი
** სათანამშრომლო პირობების დაკონტრაქტების გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** შრომისუნარიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** აკურატულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hroutsource24@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე