Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686329&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წმ.მოწამე ვასილისკსოს N12
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** ბრენდ-ბუქში ასახული კორპორატიული სტილის კომპანიაში სწორად გამოყენების მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** კომპანიის სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა და შესაბამის ფორმატში დამუშავება;
** კორპორატიული სტილის გათვალისწინებით ეტიკეტის, ასევე, პროდუქტების შეფუთვის კონცეფციის შემუშავება და შექმნა;
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური გვერდებისათვის სარეკლამო დიზაინის შემუშავება/შექმნა;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული დიზაინის მოდიფიცირება, პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** კომპანიისათვის საჭირო სხვა ნებისმიერი დიზაინის შემუშავება, შესაბამის ფორმატში დამუშავება;
** დიზაინ ტრენდებისთვის მუდმივი თვალის დევნება და მარკეტინგის გუნდთან ერთად ახალი იდეების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკულ დიზაინში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კონცეპტუალური, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge.

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გრაფიკული დიზაინერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია