|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ელვარე
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერი/ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500-1800 ლარი (NET)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** ტრანსპორტირება ზედა სამგორის მეტროდან;
** კვება;
** კორპორაციული დაზღვევა 3 თვის შემდეგ.
ფუნქციები და მოვალეობები:
ოფისის წესრიგსა და გამართულ მუშაობაზე ზრუნვა
** საკანცელარიო ინვენტარისა და სახარჯი მასალების მართვა
** ოფისის ტექნიკის, საკონფერენციო ოთახებისა და სამუშაო სივრცეების მონიტორინგი
** დიასახლისების სამუშაო გრაფიკის და შვებულებების მართვა
** ყოველდღიური საორგანიზაციო პროცესების კონტროლი
წარმომადგენლობითი მხარდაჭერა
** ვიზიტორების მიღება და შეხვედრების სივრცის მომზადება (სისუფთავე, წყალი/ყავა, ტკბილეული)
** საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების ტრანსფერის უზრუნველყოფა
** საჩუქრების ორგანიზება სტუმრებისთვის
HR ადმინისტრირება საბაზისო დონეზე:
** თანამშრომელთა დოკუმენტების შეგროვება და სისტემაში შეყვანა
** თანამშრომელთა სადაზღვევო სიების მონიტორინგი და ცვლილებების შეტანა
** შვებულებების და აღრიცხვის კონტროლი
** თანამშრომელთა ტრანსპორტირებისა და კვების საკითხების მართვა
რეკრუტინგის მხარდაჭერა:
** ინტერვიუების დაგეგმვა
** კანდიდატების დოკუმენტებისა და მასალების ადმინისტრირება
თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება:
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტირების დაჯავშნა
** სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში სასურველია
** MS Office-ის ცოდნა
** ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მრავალმხრივი მხარდაჭერის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** გასაუბრება
** საჭიროების შემთხვევაში IQ ტესტირება
** საბოლოო გადაწყვეტილება, შეთავაზება
რეზიუმეს გაგზავნა: hr@nrg.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის: https://www.elvare.ge/
"ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|