Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686324&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორაციული დაზღვევა 3 თვის შემდეგ;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე), გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მოლაპარაკება გადამზიდავ და სატვირთო კომპანიებთან საუკეთესო ფასებისა და გრაფიკის უზრუნველსაყოფად
** უზრუნველყოს ყველა ლოგისტიკური საქმიანობის შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან, ინდუსტრიის რეგულაციებთან და კომპანიის პოლიტიკასთან
** იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** გადაზიდვებისა და მიწოდების გრაფიკების ზუსტი ჩანაწერების შენახვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეპორტინგის წარმოება მმართველი რგოლისათვის
** წარმოებისა და დამხმარე მასალების შესყიდვა, მარაგების მართვა
** 1C პროგრამაში რეგისტრირებული შეკვეთების კონტროლი
** ტრანსპორტირების ვადის კონტროლი
** ადგილობრივი ბაზარზე შესყიდული პროდუქციის მოტანის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერა, მეტყველება)
** Excel-ის ცოდნა;
** სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ASYKUDA-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად და დისციპლინით მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
შეგახსენებთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/

"ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია