Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686320&print=yes&view=jobs
 
დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"PSP ფარმა", ლიდერი ფარმაცევტულ სფეროში, რომელიც 4000-ზე მეტ თანამშრომელითა და 350-ზე მეტი ფილიალში ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს მასპინძლობს, აძლიერებს ადამიანური კაპიტალის გუნდს. თუ გიზიდავთ სიახლეები, მოგწონთ დინამიკური გარემო, კრეატიულ აზროვნებას ანიჭებთ უპირატესობას და გამოწვევების გადალახვა თქვენი ძლიერი მხარეა, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ვაკანსია: დამსაქმებლის ბრენდის განვითარების სპეციალისტი
დეპარტამენტი: ადამიანური კაპიტალის მართვის
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ვის ვეძებთ:

ვეძებთ აქტიურ, პოზიტიურ, გუნდურ მოთამაშეს რომელსაც აქვს ანალიტიკის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები. ძალიან გვჭირდება მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი ადამიანი, რომელიც აზროვნებს ინოვაციურად, მზადაა მუდმივი გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.

ასევე გვჭირდება რომ შენ გქონდეს:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, HR ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება Employer Branding‑ში, შიდა კომუნიკაციებში, PR‑ში ან კონტენტ მენეჯმენტში
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** კრეატიულობა, იდეების გენერირების უნარი და ვიზუალურ კონტენტთან მუშაობის გამოცდილება
** დიზაინერულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - (მაგალითად: Canva/Figma/Photoshop/CapCut/სხვა.), საოფისე - MS Office.

რა დაგევალება:

** დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება PSP-ის ღირებულებებისა და HR მიზნების შესაბამისად
** დამსაქმებლის ბრენდის ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება, შედეგების გაზომვა/მონიტორინგი/კორექტირება
** სოციალური მედიის კამპანიების და კონტენტის მართვა, PSP-ს კორპორაციული კულტურისა და კარიერული შესაძლებლობების წარმოსაჩენად
** სასწავლო დაწესებულებებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და გარე პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, ტალანტების სტაბილური ნაკადის უზრუნველსაყოფად
** კომპანიის წარმომადგენლობა საკარიერო გამოფენებზე, ბრენდინგ ღონისძიებებზე და პროფესიულ ქსელურ აქტივობებზე
** თანამშრომელთა ღონისძიებების ორგანიზება
** შიდა საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** შიდა საკომუნიკაციო არხების მართვა და მუდმივი კონტენტის უზრუნველყოფა
** უკუკავშირის შეგროვება და შიდა კომუნიკაციის ხარისხის მონიტორინგი

რას გთავაზობთ

შესაძლებლობას იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, მზარდ ქართულ ბრენდთან
როლს, სადაც თქვენს იდეებს პირდაპირი გავლენა აქვს კულტურაზე, კომპანიის იმიჯსა და თანამშრომელთა განწყობაზე.

როგორ უნდა შეგვეხმიანო

გთხოვთ CV და (არსებობის შემთხვევაში) პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@psp.ge, არ დაგავიწყდეს სათაურის მითითება: Employer Branding Specialist
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია