|
დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ავტო ცენტრი თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
ჩეხური საავტომობილო კომპანიის "შკოდას" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში "ავტო ცენტრი თბილისი", ეძებს გუნდის ახალ წევრს, საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
"ავტო ცენტრი თბილისი", წარმოადგენს ჩეხური ავტომწარმოებლის VW-ის ჯგუფის წევრის "შკოდას" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას.
პირობები:
** სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;
** ანაზღაურება - 2000-2500 ლარი (ფიქსირებული 1000 + საბონუსე ანაზღაურება);
** მისამართი - ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი #244;
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
** მარაგების მართვა, ანალიზი, კონტროლი.
** საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
** მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება და კონტროლი;
** შემოსული სათადარიგო ნაწილების მიღება, რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება;
** სერვისის განაცხადის მოთხოვნაზე დროული რეაგირება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მიღებული ნაწილის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარმოება;
** ნაწილების სწორად განთავსება საწყობის სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და საწყობის მენეჯერისთვის ანგარიშგება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაზიანებული ან შეუსაბამო ნაწილის დაფიქსირება, მენეჯერთან გაზიარება;
** პრობლემურ საკითხებზე რეაგირება, გადაჭრის გზების მოძიება;
** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (1C, MS Office, მწარმოებლის პროგრამები).
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით).
** სამუშაო გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველის საავტომობილო სფეროს სპეციფიკის ცოდნა (ნაწილების სახელწოდებები, კატეგორიები).
კომპეტენციები და უნარები:
** დაგეგმვისა და აღსრულების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@skoda.ge;
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება -საწყობის ოპერატორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 02.01.2026 წ.
"Skoda" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"Skoda" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "Skoda" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|