|
დასახელება:
ენისა და მეტყველების თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
StepUp
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "სთეფ-აფ" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ლოგოპედის/მეტყველების თერაპევტის);
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
უნარები:
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თვითმოტივაცია;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება.
** მშობლის გაძლიერებაზე მუშაობა, მშობლის მუშაობის პროცესში ეტაპობრივი ჩართვა, რათა მან შეძლოს ყოველდღიურობაში ბავშვის კომუნიკაციისა და მეტყველების სწორი სტიმულირება (ძალდაუტანებელი და პოზიტიური).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info1.stepup@gmail.com
გთხოვთ, მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|