Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686303&print=yes&view=jobs
 
აკადემიური კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 18 იანვარი
თანდართული ფაილი: 686303_SEU___Academic_Competition_7451276.zip
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" - სეუ 2025 წლის 3 დეკემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

საკონკურსო ვაკანსია:

1) სამაგისტრო პროგრამა - ბიზნეს ანალიტიკა (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) :

ქვემიმართულება - ბიზნეს ანალიზის ტექნიკები

** ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია;
** ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

ქვემიმართულება - მონაცემთა ანალიზი

** ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია;
** ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

ქვემიმართულება - გადაწყვეტილებისა და სისტემის არქიტექტურა

** ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია;
** ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

ქვემიმართულება - Agile მეთოდოლოგია და ტექნოლოგიები

** ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია;
** ასისტენტ- პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

ქვემიმართულება - ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნეს ანალიზისთვის

** ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია;
** ასისტენტ- პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

2) სამაგისტრო პროგრამა - საბანკო საქმე:

ქვემიმართულება - კომერციული ბანკის საქმიანობის ფინანსური ანალიზი
ასისტენტ-პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

3) სამაგისტრო პროგრამა - განათლების ადმინისტრირება:

ქვემიმართულება - პედაგოგიკა, სწავლება-სწავლის მეთოდები.
ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია.

4) სამაგისტრო პროგრამა - ფინანსური ტექნოლოგიები:

ქვემიმართულება - ფინანსური ტექნოლოგიები და რეგულირება
ასისტენტ -პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია.

5) საბაკალავრო პროგრამა - ინფორმაციული ტექნოლოგიები, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი):

ქვემიმართულება - პროგრამირების ენა C#
ასისტენტ- პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 2 ვაკანსია.

ქვემიმართულება - R პროგრამირება
ასისტენტ- პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 2 ვაკანსია.

ქვემიმართულება - IT პროექტების მენეჯმენტი
ასისტენტ- პროფესორი (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით) - 2 ვაკანსია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებთან:

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში) ;
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას.
** B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE) ; BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General Level 3; PTE Academic 59-75;Trinity ISE II; UNIcert; EnglishScore.

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩაატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება). ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძვლად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
** ინგლისური ენის ტესტირება;
** შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 5 იანვრიდან - 18 იანვრის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 26 იანვარი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/ინგლისური ენის ტესტი: 2026 წლის 28 იანვარი;
** კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 29 იანვარი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 30 იანვარი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 02 თებერვალი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 03 თებერვალი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 04 თებერვალი

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" - სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.seu.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია