Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686298&print=yes&view=jobs
 
მასწავლებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებელი
მომწოდებელი: UCMAS Georgia
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"UCMAS Georgia" ქუთაისში ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ კანდიდატებს მასწავლებლის სრული და ნახევარი განაკვეთის პოზიციებზე. თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა და გსურთ გახდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ნახევარი განაკვეთი (მორგებულია სტუდენტების განრიგზე, უქმეებზე ან დღის მეორე ნახევარში მუშაობისთვის)
განრიგი: შაბათი და კვირა (09:30-18:00) ან კვირის დღეების მეორე ნახევარი.

სრულ განაკვეთი (იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ მოსწავლეებთან/ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და სურთ სტაბილური დასაქმება)
განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე
შაბათი და კვირა სავალდებულო სამუშაო დღეებია
ორი დასვენების დღე შეირჩევა კვირის სამუშაო დღეებიდან

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის UCMAS-ის ოფიციალურ ტრენინგს, რომელსაც კომპანიის სათავო ოფისი უზრუნველყოფს.

ხელფასი: 500-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და აღებულ სამუშაო საათებზე)

მოვალეობები:

** გაკვეთილების ჩატარება UCMAS-ის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისად
** ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფორმატში სწავლება (სასწავლო ცენტრში და ონლაინ)
** კომუნიკაცია მშობლებთან და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მინ. B1 დონე) - სავალდებულო
** რუსული ენა — უპირატესობა
** კარგი კომუნიკაციის და ბავშვებთან მუშაობის უნარი
** ენერგიულობა, პოზიტიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია

გთხოვთ, CV ინგლისურ ენაზე (PDF ფორმატში) გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@ucmas.ge

სათაური: UCMAS Instructor Application - Kutaisi
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია