Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686296&print=yes&view=jobs
 
მძღოლი-ექსპედიტორი - დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი - დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელების მომარაგების მიზნით, მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00) შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება
ანაზღაურება: 1200 ლარი (ნეტი)
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ.
პროდუქციის მიწოდების რეგიონი: თბილისი

მოვალეობები:

** გაყიდვების განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება საწყობიდან, რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
** განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე;
** ობიექტზე პროდუქციის დროული შეტანა და შესაბამისი დოკუმენტური გაფორმება;
** ფულის მიღება ობიექტებისგან და კომპანიის ანგარიშზე შეტანა დადგენილ ვადებში

პასუხისმგებლობა: დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება

კვალიფიკაცია:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია პროდუქტების გაყიდვების ტექნიკის ცოდნა;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება ან დაგვიკავშირდით
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია