Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686294&print=yes&view=jobs
 
ღონისძიებების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: მედკორი
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
შპს "მედკორი" (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023) წარმოადგენს მზარდ, პროფესიონალებისგან შემდგარ სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს თანამედროვე ქირურგიულ სახარჯ მასალებს კლინიკა-ჰოსპიტალების, დენტალისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

"მედკორის" გუნდი იზრდება და ვეძებთ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

პოზიციის დასახელება: ღონისძიებების (MICE) მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის #7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა)
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროაქტიული და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებთან (სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.) როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში;
** ღონისძიების თემის, ფორმატისა და მასშტაბების გათვალისწინებით ჩასატარებელი ადგილის სწორად შერჩევა (დაწესებულება და სხვა თანმხლები სერვისები);
** მოლაპარაკებების წარმოება ლოგისტიკურ კომპანიებთან, სტამბებთან, ციფრული მარკეტინგის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარესთან;
** ღონისძიების სამუშაო ჯგუფთან მუდმივი კოორდინაცია, ყველა პროცესის მონიტორინგი, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვა;
** ღონისძიების ანგარიშის მომზადება და გუნდის წევრებთან განხილვა;
** წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ მივლინებები კონფერენციებსა და სემინარებზე, პროცესის სრული მართვა (ტურისტულ კომპანიებთან სრულყოფილი კოორდინაცია, პროცესის დაორგანიზება, მონიტორინგი და ა.შ.), უცხოური ტურისტული კომპანიების (DMC-ების) დაკონტრაქტება;
** ღონისძიებებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან სრულყოფილი კომუნიკაცია, კოორდინაცია;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით, მათ შორის ბიზნეს ტურიზმის სფეროდან (MICE);
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს მართვის მოწმობა და ჰყავდეს ავტომობილი;
** აუცილებელია როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებების შესაძლებლობა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დამარწმუნებელი, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდურობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება კანდიდატთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე;
** საზღვარგარეთ მივლინებები, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, პროფესიული ზრდის მიზნით;
** ავტომობილის საწვავისა და ცვეთის ანაზღაურება;
** ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტი.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება HR მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: Vacancy01@medcore.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ღონისძიებების (MICE) მენეჯერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია