Робота для біженців з України
სამგზავრო ავიაგადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამგზავრო ავიაგადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian Travel Group
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 03 იანვარი
"IATA"-ში აკრედიტებული ტურისტული კომპანია "Georgian Travel Group" აცხადებს ვაკანსიას სამგზავრო ავიაგადაზიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების დაჯავშნა და რეალიზაცია;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომხმარებელთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავიაბილეთების და სხვა ავიამოცულობების გაყიდვებში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ავიამოცულობების დაჯავშნის და გლობალურ რეალიზაციის სისტემების (Amadeus, Gabriel ან სხვა) ცოდნა და კვალიფიციური მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@cometogeorgia.net

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე