|
დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 03 იანვარი
|
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
** ანაზღაურება: 2 000 ლარი + ბონუსი
მოვალეობები:
** ფილიალებისა და ოფისის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ელექტროსისტემების გამართული მუშაობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** სანტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და მოგვარება;
** ავეჯისა და ფურნიტურის აწყობა/შეკეთება;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის მონტაჟი და პირველადი ტექნიკური მხარდაჭერა;
** მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ.
მოთხოვნები და უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ტექნიკოსის ან ელექტროინჟინერიის პოზიციაზე;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საწვავით უზრუნველყოფას გადაადგილებისთვის;
** Fitpass-ის მომსახურებას;
** კორპორატიულ ნომერს;
** კორპორატიულ ფასდაკლებას "ბლუტაბლას" პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: career@bluetabla.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ტექნიკური სპეციალისტი".
|
|
|
|