Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685932&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ჩამდინარე წყლის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის გამწმენდ ნაგებობებზე არსებული საგამოცდო ლაბორატორიების საქმიანობის დადგენილ პროცედურებსა და დებულებებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი, მიღებული მონაცემების აღრიცხვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
** საგამოცდო ლაბორატორიების საქმიანობის ხარისხის მართვის უზრუნველყოფა, ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, რეკომენდაციების გაცემა;
** ხარისხის კონტროლისა და მართვის სისტემის შედგენაში და ფუნქციონირების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; შიდა შემოწმებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ხარისხის სისტემის მენეჯმენტის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით ხარისხის სისტემის შეფასება და ანალიზი, ნორმატიული დოკუმენტების აღწერა, დაცვა და აქტუალიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სასურველია მაგისტრი/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიმართულება/დარგი/სპეციალობა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰიგიენა, სანიტარია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა; გარემოსდაცვითი მეცნიერება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება (ხარისხის მენეჯერი);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზების და გუნდის მხარდაჭერის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროული გადაწყვეტის უნარი.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია