Робота для біженців з України
ორსულთა კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ორსულთა კოორდინატორი
მომწოდებელი: New Life Holding
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"New Life Holding" 2008 წელს დაარსდა საქართველოში და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ განაყოფიერებაზე, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგაციაზე. "New Life Holding" უკვე დაეხმარა 11 000-ზე მეტ წყვილს მშობლის როლის მიღებაში. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პერსონალს, რომლებიც ზრუნავენ თითოეული ოჯახის წარმატებაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურების სისტემას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** Fitpass-თან პარტნიორობას;
** სხვადასხვა წამახალისებელ საჩუქარსა და გუნდურ ღონისძიებას;
** რეალურ შესაძლებლობას კარიერული განვითარებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 სთ ან 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ორგანიზაციის მუდმივი ზრდისა და განვითარებიდან გამომდინარე, ვეძებთ გამოცდილ ტალანტს ორსულთა (Pregnance Care) კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** შესაბამისი პროგრამის, პაციენტების (მშობლები, სუროგატი დედა) გაცნობა და აუცილებელი დოკუმენტაციის გადამოწმება;
** მუდმივი კომუნიკაცია პაციენტთან (მშობლები, სუროგატი დედა), ექიმებთან და სამედიცინო კოორდინატორთან ორსულობის პერიოდში;
** ექიმის მითითებით ორსულობის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** ორსულ სუროგატ დედებზე ზრუნვა, სატელეფონო ზარებზე მყისიერი უკუკავშირი, გადაუდებელი შემთხვევების დროს მათი მხარდაჭერა ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებში;
** აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან და მათთვის სამედიცინო პროცესის/ეტაპის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება პროცესის მიმდინარეობის მიხედვით შესაბამის ვადებში, ასევე, ფინანსური საკითხების ადმინისტრირება და გაგზავნა ბუღალტერიასთან;
** პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა (საუბარი, წერა);
** ძალიან სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ორსულთა მოვლის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ჯანდაცვის/მედიცინის მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"New Life Holding" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე