|
დასახელება:
აღრიცხვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** დაბეჭდილი ბარათების და PIN კონვერტების მიღება-დახარისხება, შემოწმება და მათი გადანაწილება-გაგზავნა ბანკის შესაბამის სერვის ცენტრებში, სპეციალურად დალუქული პარკებით, კურიერის მეშვეობით
** ინდივიდუალური მიწოდების სერვისით შეკვეთილი ბარათების შესაბამის მისამართზე გაგზავნა
** კურიერისთვის გადაცემული ბარათების და PIN კონვერტების აღრიცხვა/ჟურნალის წარმოება
** თვის განმავლობაში გაკეთებული გზავნილების აღრიცხვა და გადამზიდ კომპანიებთან აქტების საფუძველზე მონაცემების შედარება.
** ემბოსირების ოპერატორისგან დაბეჭდილი და დაზიანებული ბარათების აქტების მიღება
** დაზიანებული ბარათების შესახებ აქტების მომზადება და ამავე ბარათების კურიერისთვის გადაცემის უზრუნველყოფა შემდგომში ბანკში გაგზავნის მიზნით
** ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციის შემთხვევაში უშუალო მენეჯერის ინფორმირება.
აუცილებელი უნარები:
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამები (Ms office).
სამუშაო განრიგი: არასტანდარტული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 53
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge, გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "აღრიცხვის სპეციალისტი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|