Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685904&print=yes&view=jobs
 
ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის/Key Account მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის/Key Account მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

პოზიცია: ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის მენეჯერი/Key Account მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა.
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი (1 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ) გამოსაცდელ ვადაში ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიული და ქსელური კლიენტებისთვის გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** პარტნიორ ქსელებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება: ფასები, სადისტრიბუციო პირობები, აქციები, თაროზე განთავსება, დამატებითი სივრცეები.
** პოტენციურ კლიენტებთან კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
** სავაჭრო ობიექტის ფორმატიდან გამომდინარე, ასორტიმენტის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;
** აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
** კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი;
** გეგმისა და ანალიზის შედგენა გაყიდვების ზრდის მიმართულებით, ამ კუთხით გაყიდვების გუნდის კონტროლი;
** ფინანსური დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი - ინფორმაციის მოპოვება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ოპერატორებისთვის სამუშაო გეგმის გაწერა და ყოვედღიური კონტროლი;
** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
** კომპანიის სხვა სამსახურებთან ყოველდღიური ურთიერთიერთობა და ინფორმაციის შეგროვება ქსელურ მარკეტებში მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
** დისტრიბუტორების ყოველდღიური მარშრუტის, სააქციო მარაგებისა და სასწყობის ნაშთის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** კომუნიკაციის წარმართვის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები.
** მათემატიკური აზროვნების უნარი.
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური)
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია