Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685887&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
"სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

დასუფთავების სუპერვაიზერის მოვალეობები:

** დასუფთავების გუნდის ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა და კონტროლი
** ნომრებისა და საერთო ტერიტორიების სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი
** სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და განხორციელება,
** ოთახის სტატუსების პირადი კონტროლი;
** ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ცოდნა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** გუნდში მუშაობის უნარი

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: tako.lukashvili@hgitbilisi.com.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია