Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=685884&print=yes&view=jobs
 
აღმრიცხველი - ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმრიცხველი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო ადგილი: ხობი (ჭიხუ)
განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია წარმოებაში აღმრიცხველად მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა;
** შეძენილი პროდუქციის აღრიცხვა;
** პროდუქციის გადაადგილებების აღრიცხვა;
** წარმოების აღრიცხვის ჟურნალების წარმოება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა, Rs.ge-ზე და პროგრამაში ატვირთვა;
** აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
** აღრიცხვიანობის სისწორის კონტროლი;
** სასწორის ოპერირება;
** ფინანსური განყოფილებისთვის და მენეჯმენტისთვის რეპორტების უშეცდომოდ მიწოდება

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
** დოკუმენტების წარმოების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, რეზიუმე 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია