|
დასახელება:
გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აი ჯი დეველოფმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვა: იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან საიჯარო ფართში სავაჭრო ობიექტის ოპერირების დაწყებამდე არსებული პროცესების მონიტორინგი და ზედამხედველობა;
** სარემონტო პროექტის განხორციელების უზრუნველყოფა გაყიდვების მენეჯერის მიერ დადგენილ და იჯარის ხელშეკრულებით გათვლილ ვადაში, საპროექტო ციკლის სრული დაცვით, მათ შორის:
** არქიტექტურული პროექტისთვის სამუშაო ნახაზის მოიჯარისათვის მიწოდება;
** არქიტექტურული პროექტის მიღება, შესაბამის პირებთან განხილვა და მოიჯარისათვის პასუხის/კომენტარების დაბრუნება;
** საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** ტენანტთან და ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან პროექტთან დაკავშირებული კომუნიკაციის წარმოება, დეტალების შეთანხმება;
** ტენანტის მიერ სარემონტო სამუშაოების დროული განხორციელების მონიტორინგი;
** საპროექტო და ეს ბილთ დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
** ტენანტსა და სავაჭრო ცენტრის ტექნიკურ გუნდს შორის კომუნიკაციის მართვა;
** დადგენილ ვადაში პროექტის შესრულების უზრუნველყოფა; იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სავაჭრო ობიექტის გახსნის უზრუნველყოფა;
** სხვა სახელშეკრულებო პირობების აღსრულების მონიტორინგი;
** ტენანტს მენეჯმენტი, საიჯარო ვადების მონიტორინგი და გაყიდვების სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შესრულების უზრუნველყოფა;
** ტენანტების აღწერის ყოველთვიური დოკუმენტის წარმოება;
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** სავაჭრო ცენტრში სავაჭრო ობიექტის ვიზუალური ნაკლოვანებების აღწერა, მათი გამოსწორების უზრუნველყოფა მოიჯარესთან შესაბამისი კომუნიკაციით;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და დოკუმენტბრუნვის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
|
|
|
|