|
დასახელება:
კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ფიბი სერვისის
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
საკონსულტაციო კომპანია "Pb Services" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის ასისტენტის პოზიციაზე.
ვებ-გვერდი: https://pbservices.ge/
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სამუშაო ადგილი: თბილისი ცენტრალური უბნები
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება ჩვენს სპეციალისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში. პოზიცია იდეალურია დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფად მოქმედი კანდიდატებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** დახმარება კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტებს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** ფორმების, განაცხადების და სხვადასხვა დოკუმენტების შევსება
** დოკუმენტების სკანირება, ბეჭდვა, რედაქტირება და მომზადება
** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება
** ტექსტების მარტივი თარგმანი ქართულიდან და/ან ქართულზე (რუსული/ინგლისური)
** სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალისტების შეუფერხებელ მუშაობას
მოთხოვნები:
** ყურადღება დეტალებისადმი
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** საბაზისო უნარები დოკუმენტებთან მუშაობაში
** რუსული და/ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|