|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
ქენშოპ
|
|
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
ონლაინ მაღაზია "ქენშოპ"-ს (Canshop) ესაჭიროება კურიერი.
Canshop უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის რეალიზებას თავისი ვებ-გვერდისა და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდის მეშვეობით. ონლაინ მაღაზიის სარეალიზაციო პროდუქცია შედგება საბავშვო და ზრდასრულთა ჰიგიენის, სახლის მოვლის, პარფიუმერია-კოსმეტიკის საშუალებებისაგან და სხვ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
მოვალეობები:
** Canshop-ში მიღებული შეკვეთების დარიგება მისამართებზე თბილისსა და მის შემოგარენში;
** რეპორტინგი
მოთხოვნები და უნარები:
** სავალდებულოა ტევადი მანქანის ფლობა;
** კარგად უნდა იცნობდეს თბილისის ქუჩებს და უბნებს
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** მოტივირებული
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (დასვენება: შაბათ-კვირა)
ხელფასი: 600 ლარი + ბონუსი, შეკვეთების რაოდენობის მიხედვით.
ავტომანქანის ხარჯი: 100 ლარი & საწვავი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: d.sarkisiani@canshop.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|