Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: იამუნა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 დეკემბერი / ბოლო ვადა: 01 იანვარი
შპს "იამუნა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

გამოცდილება და კომპეტენცია:

** 1-2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე (სასურველია კვების ან ელექტრონული კომერციის სფეროში).
** Facebook-ის, Instagram-ის და TikTok-ის გვერდების მართვა.
** სოციალური მედიის ალგორითმების, მიმდინარე ტენდენციების, კონტენტის ფორმატებისა და პოპულარიზაციის მეთოდების ცოდნა.
** ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის უნარები: Reels, Stories და მოკლე ვიდეოები TikTok-ისთვის.
** Meta-სა და TikTok-ის რეკლამების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად).
** პოსტისთვის ტექსტის და მარტივი ვიზუალური მასალების შექმნა.

მოვალეობები:

** კომპანიის გვერდების მართვა და განვითარება Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.
** საინფორმაციო და სარეკლამო პოსტების მომზადება/განთავსება;
** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** სარეკლამო კამპანიების წარმოება და პროდუქტების რეგულარული პოპულარიზაცია.
** აქციების, კონკურსებისა და გათამაშებების ორგანიზება და ჩატარება.
** ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა (ძიება, კომუნიკაცია და შედეგების მონიტორინგი).
** სტატისტიკის ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და იდეების ყოველდღიურად გენერირების უნარი.
** კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი.
** ინიციატივიანობა და სამუშაოსადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

პირობები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
** სამუშაო ფორმატი: ოფისი/ჰიბრიდი/დისტანციური - შეთანხმებით.
** კონკურენტუნარიანი ხელფასი + შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსები.
** რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge, დანიშნულების ველში მიუთითეთ - სოციალური მედია მენეჯერი - სხვა შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სოციალური მედია მენეჯერი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"იამუნა ჯორჯია" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "იამუნა ჯორჯია" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "იამუნა ჯორჯიამ" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე